საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ვაზიანში სწავლების ხელმძღვანელებმა ქართული და ამერიკული მხრიდან, პოლკოვნიკებმა შავლეგო ტაბატაძემ და პატრიკ ელისმა უმასპინძლეს.
მათივე ინფორმაციით, სასწავლო არეალის მონახულებამდე, გენერალური შტაბის უფროსი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა, შემდეგ კი, სწავლების პროცესის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.
დღესვე, ვაზიანის მე-11 საწვრთნელი პოლიგონის დათვალიერებისას, სწავლების ხელმძღვანელმა შავლეგო ტაბატაძემ გენერალური შტაბის უფროსს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მედალიონი უსახსოვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.