ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება მისი ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის განსაზღვრა
21-04-2015, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მთავრობის უფლებამოსილებაა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება.

 
“მთავრობა არის აღმასრულებელი ხელსუფლების უმაღლესი ორგანო და სწორედ მისი უფლებამოსილებაა ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ეს შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასაც. აქედან გამომდინარე სწორედ მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს რეზიდენციის საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ არის კანონით დადგენილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში არის ნახსენები ადგილსამყოფელი, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება მისი ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის განსაზღვრა. ეს არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე საკითხი დარეგულირდება კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების განკარგვა, მართვა არის სწორედ მთავრობის უფლებამოსილება”, – განაცხადა კობახიძემ.

 
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა შეესატყვისებოდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და უფლებამოსილებას.

 
“პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, ანუ შენობა, სადაც დღეს მუშაობს პრეზიდენტი, არსებითად არ შეესატყვისება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას. განხორციელდა 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2013 წლიდან და 2013 წლის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. შესაბამისად, ის აღარ არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ლიდერი. ეს არის არსებითი ცვლილება, რომელიც სხვადასხვა სახით უნდა აისახოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე”, – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.

 

 

 

tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი