გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას: შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის
08-08-2017, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.

 

 

„მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ შენი თითოეული წარმატების შემდეგ, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს - საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და რომლებისთვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და ამას წინ უძღოდა ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო", - მიმართა პრემიერ მინისტრმა ზაზა ფაჩულიას.

 

 

პრემიერმა, სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს დღეს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და ნაკრების წევრებს "ევრობასკეტზე" წარმატებები უსურვა.

 


საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასს მასპინძლობს - Golden State Warriors-ის ბაზა თასმა წელს პირველად დატოვა.

 


ღონისძიებას ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მხარდამჭერები, მწვრთნელები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. გაიმართა საკალათბურთო შოუ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი