მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს დღვანას უბანში გზის მშენებლობა დაიწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1500 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა გრუნტის კიუვეტი, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში.
მიმდინარე სამუშაოებს, მარტვილის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია გაეცნო.
„გზის ამ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.
პროექტის ღირებულება 422 315 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10 ადამიანი.
დღვანას უბანში გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება", აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.