საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, არათანაბარ პირობებში ქართული ჯარის გმირული წინააღმდეგობის წყალობით საქართველომ შეძლო მტრის შეკავება.
„2008 წლის აგვისტოს დღეებში საქართველოში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ", წერს სააკაშვილი, რომელიც ხაზს უსვამს ომის დროს საერთაშორისო მხარდაჭერას.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე გარეთ გამოსულიყო, ეჩვენებინა ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით საქართველოში ჩამოფრინდნენ და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგნენ", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.