2008 წლის აგვისტოს ომის ცხრა წლისთავთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
სიღნაღის გამგეობის ცნობით, ცხრა წლის წინ, 12 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰოსპიტალის დაბომბვისას გარდაიცვალა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
მათივე ინფორმაციით, სიღნაღში ქუჩა, სადაც გიორგი აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.