მომავლის ტრანსპორტი: ამერიკის უდაბნოში 8,5მ სიგრძის მაღალსიჩქარიანი სამგზავრო კაფსულა გამოსცადეს
08-08-2017, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

Hyperloop One-მა ნევადას უდაბნოში მაღალსიჩქარიანი მომავლის სატრანსპორტო სისტემის უკანასკნელი გამოცდა განახორციელა.

 


„ნიუსვიკის“ ცნობით, XP-1 სამგზავრო კაფსულა, რომელიც დაახლოებით 8,5მ სიგრძისაა და ალუმინისა და ნახშირის ელექტროდის ბოჭკოსაგან არის დამზადებული, თავის უმაღლეს სიჩქარეს მხოლოდ 5 წამში მიაღწია - 300 მეტრი გაიარა, სანამ სვლას შეანელებდა. მიუხედავად იმისა, რომ 192 მილი/საათში (309 კმ/საათში) შესაძლოა სწრაფი ჩანდეს, Hyperloop One-ის შემქმნელებს საბოლოოდ იმის იმედი აქვთ, რომ შეძლებენ მგზავრების გადაადგილებას 750 მილი/სთ (1,207 კმ/საათში) სიჩქარით.

 


XP-1-ის აწევა 500 მეტრი სიგრძის ბეტონის საცდელ მილში გავლით მოხდა, რომელსაც ენერგიას ელექტრომამოძრავებელი ძალის სისტემა აძლევს და რომელიც მილში ჰაერის ზეწოლის უკმარისობით არის ხელშწყობილი.

 

 

 


ელონ მასკმა hyperloop-ის იდეა პირველად 2012 წამოაყენა, მიმდინარე წლის ივლისში კი „თვითერზე“ დაწერა, რომ მისმა კომპანიამ სიტყვიერი მოწონება მიიღო მთავრობისაგან იმის შესახებ, რომ აეშენებინა hyperloop-ი, რომელიც ნიუ იორკს, ფილადელფიას, ბალტიმორს და ვაშინგტონ დი-სის დააკავშირებდა.

 


Hyperloop One-ი წარმატებულ გამოცდას იმის მანიშნებლად მიიჩნევს, რომ კონცეფცია ვარგისია და მომავალში კომპანია იმუშავებს გადაწყვიტოს პრაქტიკული საკითხები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ის, თუ როგორ უნდა შეიყვანოს და გამოიყვანოს კაფსულები მილში ისე, რომ არ დაკარგოს მილის თითქმის უჰაერო სივრცის ზეწოლის მდგომარეობა. კაფსულის სიჩქარის გაზრდა კი შემდგომი ეტაპი იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი