ასპინძის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირს, ტარიელ ქამაშიძეს პატივი მიაგეს.
ასპინძის გამგეობის ცნობით, გამგებელის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ანა ტივაძემ საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, ტარიელ ქამაშიძე გაიხსენეს და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.