საგარეო უწყება დიპლომატთა აკრედიტაციის ელექტრონული სისტემის დანერგვაზე მუშაობს
21-04-2015, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ, სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან კი შიო ხეცურიანმა.

 
მემორანდუმის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას.

 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს.

 
“საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიური საშუალებების და IT სისტემების განვითარების კუთხით. ელექტრონული მმართველობა გახლავთ ზოგადად მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, სააკრედიტაციო სისტემის დანერგვის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჩამომსვლელ დიპლომატიურ კორპუსს გაუმარტივებს მუშაობას და მათი საქმიანობა საქართველოში გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ეს იქნება უნიკალური ID ბარათები, რომლებზეც ინფორმაცია ციფრულად ჩაიწერება. ეს ტექნოლოგია გაცილებით უსაფრთხო და საიმედო იქნება, ვიდრე დღეს არსებული სისტემა.

 
ამ პროგრამით ჩვენ უფრო ღირსეულად წარვდგებით ჩვენი უცხოელი კოლეგების წინაშე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ.

 
პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას.

 
პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი ბარათების შექმნა დიპლომატებისათვის, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. აქედან გამომდინარე, გადაწყდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დიპლომატიური ბარათების დამზადების, გაცემის და მართვის სისტემა. პროექტის განხორციელების შემდგომ, დიპლომატებისთვის მოხდება გაყალბებისგან დაცული ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მთელი რიგი შეღავათების გამოყენება სავაჭრო ობიექტებში, საგადასახადო კუთხით და ა.შ.

 
“მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განხორციელებული პროექტი, რომლის საფუძველზეც მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და სერთიფიკატები გაიცემა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი