ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან დაკავშირებას, რომლებიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, მშობლები 4 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ბათუმში თავადვე ჩავიდნენ. სახლი, რომელიც მათ ნაქირავები ქონდათ, მშობლებს დაკეტილი დახვდათ. კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.