2008 წლის აგვსიტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ღვთისმსახურებას თავდაცის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრო.
წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარადიულობის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და კიდევ ერთხელ გაიხსნა დაღუპული გმირები.
მოგვიანებით, ზაალ კაპანაძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაინაცვლა. მან ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მედიკოსების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.