აფხაზეთში ჩასულმა პუტინმა დააიმედა ხაჯიმბა, რომ რუსეთი „აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტორი“ იქნება
08-08-2017, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ომის 9 წლის თავზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

 


2013 წლის აგვისტოს შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტია ოკუპირებულ აფხაზეთში.

 


პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სოხუმთან „განსაკუთრებული, სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს“.

 


„ჩვენ საიმედოდ ვიძლევით აფხაზეთის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტიას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება“, განაცხადა პუტინმა ხაჯიმბასთან შეხვედრაზე და დაამატა, რომ ახლა გარდაუვალია მოიძებნოს ოპტიმალური გზა აფხაზეთის ეკონიმიკის განვითარებისთვის. მან ასევე თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაზეც გააკეთა განცხადება.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება, აფხაზეთში ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხებოდა.

 


„აფხაზეთის, რუსეთის მოქალაქეები და სტუმრები, საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი ჩამოსული, უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი საიმედო დაცვის ქვეშ იმყოფებიან“, განაცხადა პუტინმა.

 


აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, დასახლებულ პუნქტში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში აგვისტოს დასაწყისში მომხდარი აფეთქებისას ორი რუსი ტურისტი დაიღუპა, დაზიანება 60-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის 27 რუსმა.

 


უფრო ადრე, ივლისში გუდაუთის რაიონში თავს დაესხნენ დამსვენებელთა ჯგუფებს, რა დროსაც ასევე რუსი ეროვნების მოქალაქე, ანდრეი კაბანოვი დაიღუპა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი რუსული ოჯახის ძარცვას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი