თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ვერის სასაფლაოს სიახლოვეს ძლიერი ხანძარია. ცეცხლი მოდებულია მთაწმინდის ფერდობის საკმაოდ დიდ ფართობზე და სწრაფად ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება ძნელდება.
მთაწმინდის პარკიდან, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მთაწმინდაზე ხანძრის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მან პირველ არხს განუცხადა, რომ ცეცხლი ისეთ მხარესაა მოდებული, სადაც ხალხი არ ცხოვრობს. ცეცხლი დასახლებულ ნაწილს არ მოსდებია.
დავით ნარმანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვა გახდეს საჭირო.
ნარმანიას თქმით, ცეცხლის რამდენიმე კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.