სამეფო კარის თამაშების ჰაკერები გამოსასყიდ თანხას ითხოვენ
09-08-2017, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰაკერებმა, რომლებმაც მოიპოვეს HBO-ს ცნობილი სერიალის სცენარის ტექსტი და სხვა მონაცემები, გამოსასყიდ თანხას ითხოვენ.

 

 

როგორც BBC იუწყება, მათ გამოაქვეყნეს სერიალის მიმდინარე სეზონის მეხუთე ეპიზოდის სცენარის ტექსტი. ასევე გავრცელდა HBO-ს სხვა დოკუმენტები და ვიდეო მასალები.

 


ჰაკერები ამტკიცებენ, რომ 1.5 ტერაბიტის მოცულობის დოკუმენტები აქვთ, თუმცა HBO-ს არ სჯერა, რომ მისი იმეილის სისტემა გატეხეს.

 


Wired news-ის თანახმად, მოპარულ დოკუმენტებს ჰქონდათ წარწერა „HBO is failing” (HBO კოტრდება), რომლებიც შეიცავდა კანონიერ ინფორმაციას, დასაქმებულების შეთანხმებებს და კომპანიის სხვა ფაილებს.

 


„ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ზოგიერთი ფაილი სამეფო კარის თამაშების პირად საკონტაქტო ინფორმაციებს შეიცავდა.

 


გამოსასყიდის შესახებ ჰაკერებმა ვიდეოთი აცნობეს HBO-ს დირექტორს, რიჩარდ პლეპლერს.

 


ჯერჯერობით ჰაკერებს საჯაროდ არ დაუზუსტებიათ რა თანხას ითხოვენ.

 


„ჩვენი შემოთავაზება მარტივია და არ ექვემდებარება მოლაპრაკებას: ჩვენ გვინდა XXXX დოლარი რომ შევწყვიტოთ ინფორმაციის და დოკუმენტების გავრცელება“, წერია ჰაკერების განცხადებაში.

 


„HBO ხარჯავს 12 მილიონ დოლარს ბაზრის კვლევაზე და 5 მილიონს რეკლამირებაზე, ამიტომაც ჩვენც თქვენი რეკლამირების ბიუჯეტში ჩაგვთვალეთ.“

 


ბოლოს ეწერა: „ბატონი სმიტი“.

 


მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას თარიღი არ აქვს, HBO-ს სამი დღის ვადა აქვს მიცემული თანხის გადასახდელად.

 


სამაუწყებლო კომპანიამ განაცხადა, რომ განაგრძობს ინციდენტის გამოძიებას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი