მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
9 წლის წინ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:
გელა ჭედია - მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
პაატა კოპალიანი - მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
გიზო წულაია - გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
ბესიკ ხულორდავა - შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტენანტი.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ჩატარდა ლიტერატურულ - მუსიკალურ კომპოზიცია „სამშობლო ჯილდოცაა და სასჯელიც", რომელშიც მარტვილელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა და აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ნათელ ხსოვნას მიეძღვნა.
ინფორმაცის მარტვილის გამგეობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.