პეტრო პოროშენკომ გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას, მისი და სრულიად უკრაინის სახელით, ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა
09-08-2017, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

 


როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება.

 


უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა და სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს.

 


თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას თანადგომისთვის, ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და უკრაინელ ხალხს გმირულ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი