ავსტრალიის საზღვაო ფლოტმა ქუინსლენდის სანაპიროსთან აშშ-ის ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ადგილმდებარეობა დაადგინა
09-08-2017, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ, დაადგინეს ამერიკის სამხედრო საჰაერო ხომალდის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომელმაც ქუინსლენდის სანაპიროსთან განიცადა მარცხი და სამი ამერიკელი საზღვაო ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა, რომ გემმა ძებნის დაწყებიდან შოულვოთერის ყურეში მალევე იპოვა ჩაძირული MV-22 Osprey.

 


BBC-ის ცნობით, ავიალაინერის ავარიის დღეს, შაბათს, 23 ადამიანი გადაარჩინეს, სამი კვლავ დაკარგულად ითვლება.

 

 

დაღუპული სამი ამერიკელი მეზღვაურის იდენტიფიცირება მოხდა. ესენი არიან - მარცხნიდან მარჯვნივ: რუბენ ვალასკო, ნათანიელ ორდვეი და ბენჯამინ კროსი.

 


წყლისქვეშა ძებნითი სამუშაოები გვიან დაიწყება, წერია განცხადებაში.

 


საჰაერო ხომალდმა, რომელიც იაპონიაში, ოკინავაში იყო ბაზირებული, წვრთნებისას განიცადა ავარია და წყალში ჩაეშვა. ინციდენტის მიზეზი უცნობია.

 


შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, სამძებრო სამუშაოებმა და ხომალდის ნაწილების შეგროვებამ შეიძლება თვეები გასტანოს.

 


შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ამ ადგილას ერთობლივ წვრთნებს, სახელწოდებით, Talisman Sabre ატარებენ.

 


MV-22 Osprey ჩვეულებრივი თვითმფრინავის მსგავსი ხომალდია, თუმცა ვერტმფრენისნაირი როტორული ფრთების წყალობით შეუძლია ადგილიდან აფრენა, ასაფრენი ბილიკის გამოყენების გარეშე.

 


როგორც BBC იუწყება, მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა. მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში ოკინავას სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანებები ხუთმა ჯარისკაცმა მიიღო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი