ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი, გივი ლუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს, ისე რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შედეგად, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.