ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
„მაჩხვარეთის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მამა გიორგი ცქიტიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი აღავლინა. შემდეგ კი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგნელ შოთა ფირცხალაიშვილისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით შეიმკო.
გაიხსენეს შინდისის ომის გმირები: რუსლან წულაძე და ემზარ წილოსანი; ტრაგიკულად დაღუპული ვასილ სმირნოვი. პატივი მიაგეს 2004 წელს სამაჩაბლოში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ლომაძის სხსოვნას. ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 200-200 ლარი გადასცა", აღნიშნულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.