სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ, გამგებლის მოადგილეებმა დავით ბახტაძემ, მამუკა თავაძემ და ლიზა კრავეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ და ადგილობრივი ხელისფულების სხვა წარმომადგენლებმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მათ ასევე ომში დაღუპული გმირების საფლავებიც მოინახულეს.
„2008 წლის აგვისტოს ომში სულ 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 4 სამტრედიელი - მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა", აღნიშნულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.