საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
09-08-2017, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობების გაცნობის შემდეგ, კამპანიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლეს.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ქუთაისში საინფორმაციო კამპანიას წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ბროშურები გადასცა.

 

 

მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო.

 


რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უკვე შეხვდნენ. შემდეგ კი, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

 

კომენტარები: 1
#1   daviti
      
gamarjobat dzalian gtxovt mteli gulit da sulit me vmsaxurobdi kontraqtze pirvel saartilerio brigadashi vazianshi 3celi da 9 tve ojaxuri pirobebis gamo shevcyvite sakontraqto samsaxuri da imis mere erti celi gavida dzalian gtxovt rom survili maqvs rom davbrunde sheiaragebul rigebshi gtxovt xeli shemicyet da damabrunet ojaxi myavs ori mcireclovani shvili dzalian mchirdeba tqveni gverdshi dgoma umushevari var da dzalian michirs iqneb gamoichinot yuradgeba chems mimart da damabrunot chems ojaxs yuradgeba rom mivaqcio finansurad dzalian michirs gtxovt gulit damabrunot. davit shioshvili dabadebuli 16 06 1986.es chemi sakontaqto nomeria 599041906 599071296 gtxovt gamitvaliscinot da samsaxurshi damabrunet gtxovt
23 თებერვალი 2018 07:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი