ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე თევდორეწმინდის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, 2017 წელს დაიწყო.
ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტით გათვალისწინებულ პირველ ეტაპზე შემდეგი სამუშაოები შესრულდა:
მოიხსნა ტაძრის პერიმეტრზე ამორტიზებული კედლის ზედა ფენა; ინტერიერში აღდგენილია კედლის საპირე წყობა უხეშად დამუშავებული ტუფის კვადრებით ქუსლის დონეზე; აღდგენილია ჩრდილოეთის აღმოსავლეთისა და დასავლეთ ფასადებზე საპირე წყობა კირდუღაბის ხსნარზე სუფთად გათლილი ტუფის კვადრებით; საპირე წყობებს შორის სიცარიელე შეივსო ადგილობრივი არსებული ნატეხი ყორე ქვებით კირდუღაბის ხსნარზე; ინტერიერში აღდგენილია პილასტრები სუფთად თლილი ბოლნისის ტუფით ; გათლილია ლავგარდანის ქვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.