საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი განაგრძობენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას
21-04-2015, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშროლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა (Dmitris Tsitsiragos) ქ. ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.



მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, IFC-ის მიერ ქვეყანაში გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.


შეხვედრისას, ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით IFC წარმატებით თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, ასევე გამოითქვა დაინტერესება გაიზარდოს  IFC-ის მხარდაჭერა ეკონომიკის რეალურ სექტორში.  
როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა,   საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის და კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.


ამერიკის შეერთებულ შტაბებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კაილ პიტერსთან (Kyle Peters) და ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლორა თაკთან (Laura Tuck)


შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და აღნიშნული  სტრატეგიული მიმართულების გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას.

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
very interesting post.this is my first time visit here.i found so many interesting stuff in your blog especially its discussion..thanks for the post! betflikทางเข้า
2 ივნისი 2022 19:21
#1   tech
      
I wanted to thank you for this great read!! I definitely enjoying every little bit of it I have you bookmarked to check out new stuff you post. เว็บคาสิโน
28 აპრილი 2022 20:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი