რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც GUARDIAN.GE-ს თავად პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, თანამდებობა ოფიციალურად უკვე დატოვა და მუშაობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაგრძობს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ვმუშაობდი 10 წელი და ვუბრუნდები ჩემს ძველ საქმეს. გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლიდან დღემდე ვიკავებდი და სულ ხომ არ ვიქნები, რა თქმა უნდა“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მარგველიძემ, რომლისთვისაც უცნობია, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი გუბერნატორის თანამდებობაზე.
პაპუნა მარგველიძის გარდა, თანამდებობას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძეც ტოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.