ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში რუსმა ოკუპანტებმა 31 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებული უტა სამუშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურის მცხოვრებია.
სამუშიას დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის მდინარე ენგურში თევზაობდა.
„რუსთავი 2" თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცს შეირაღებული რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ და იძულების წესით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.