პარიზის პოლიციამ ფრანგ ჯარისკაცებზე თავდამსხმელი მამაკაცი მაგისტრალზე ავტომანქანით დევნის შემდეგ აიყვანა
09-08-2017, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პოლიციამ ჯერ დაჭრა და შემდეგ კი დააპატიმრა ფრანგ ჯარისკაცებზე თავდამსხმელი მამაკაცი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთის მაგისტრალზე ავტომანქანით დევნის შემდეგ აიყვანა.

 


როგორც BBC იუწყება, თვითმხილველებმა ისაუბრეს BMW-ს მარკის ავტომობილზე, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი ჰქონდა მძღოლის დაპატიმრებისას.

 


ოთხშაბათ დილით ექვსი ჯარისკაცი დაზიანდა მათი ყაზარმის წინ, ლევალოის-პერეტში, ავტომობილით თავდასხმის შემდეგ.

 


პარიზის პროკურორმა განაცხადა, რომ თავდასხმა იყო „მკვლელობების მცდელობა... რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ საქმიანობასთან“.

 


როგორც თავდაცვის მინისტრმა, ფლორენც პარლიმ განაცხადა, ორი ჯარისკაცი სერიოზულად დაიჭრა. ყველა მათგანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, არც ერთის დაზიანება არ არის სიცოცხლისთვის საშიში.

 


შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული.

 


მას შემდეგ რაც დილით ავტომობილი ჯარისკაცების ჯგუფს დაეჯახა, პოლიციამ BMW-ს მარკის ავტომობილის და მძღოლის ძებნა დაიწყო.

 


13 ნოემბერს, 130 ადამიანი ემსხვერპლა პარიზში ღამით მომხდარ მასობრივ მკვლელობას და მას მერე 100 ადამიანი დაიღუპა ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად.

 


ეს თავდასხმები გულისხმობს დაჯავშნულ დაცვის ძალებზე თავდასხმებს, რომელთა შორისაც ბოლო თავდასხმა 4 დღის წინ მოხდა.

 


როგორც ადგილობრივმა მერმა, პატრიკ ბალკანიმ BFMTV-ს განუცხადა, ოთხშაბათს ჯარისკაცებზე თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით 08:15-ზე, სამხედრო ყაზარმების გარეთ.

 


მან თქვა, რომ ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს „საზიზღარი“ მოქმედება წინასწარ იყო განზრახული.

 


მისი თქმით, თავდამსხმელი ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ ჯარისკაცები გარეთ.

 


„მანქანა იყო BMW-ს მარკის, რომელმაც სწრაფად აკრიფა სიჩქარე მაშინვე, როდესაც ჯარისკაცები გარეთ გამოვიდნენ“.

 


ახლომდებარე კორპუსის მცხოვრებმა, ჯინ-კლაუდ ვეილანტმა განუცხადა რეპორტიორებს, რომ თავდასხმის მონაკვეთი იხილა.

 


„ხმაური გავიგე, მეტალის გაფხაჭვნის ხმა იყო. მალევე დავინახე მძიმედ დაჭრილი ძირს მყოფი ჯარისკაცი, რომელიც პატრულის მანქანის წინ იწვა, და მეორე ჯარისკაცი, რომელიც მაქნანის უკან იწვა და დახმარებას იღებდა“, თქვა მან.

 


დაზარალებული ჯარისკაცები კლამარტის პერსის სამხედრო საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი