გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას მაჟორიტარის ბიურო ბლოკირებული აქვს. ამის შესახებ განცხადება ღვინიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ოფისში გააკეთა.
"სამარცხვინოა, რაც დღეს გურჯაანში ხდება. აღარ არის საუბარი მაჟორიტარის ბიუროზე, ბლოკირებული აქვს ხელისუფლებას მთელი გამგეობის შენობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მოჰყავთ, ხალხს აქვს დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ, მაგრამ ჩვენ აქ საჩხუბრად არ ვართ ჩამოსული. ამ ხალხის მსგავსად არ ფიქრობს მთელი გურჯაანის რაიონი და არ ვაკადრებთ მოსახლეობას, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ",-აღნიშნა ღვინიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ტყულიად ჰგონია, რომ გამგეობის ბლოკირებით შეაჩერებს "ანტიკორუფციული კომისიის" მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.