„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას მოითხოვს.
როგორც მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ თბილისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უწყება უმოქმედოა.
„მთავრობაში სამი წელია, ფუნქციონირებს კრიზისების მართვის საბჭო, თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება, დღემდე გაურკვეველია. რეალურად, კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს „ქართული ოცნების" პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს, რომლის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად 3.5 მილიონი ლარი უჯდება. აქედან 2.5. იხარჯება იმ დასაქმებული 78 ადამიანის სახელფასო ფონდზე, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი რიცხვია. ბოლო სამი წლის განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭომ ბიუჯეტიდან 20 მილიონზე მეტი მიიღო და სამაგიეროდ რა მიიღო ქვეყანამ? ამიტომ, კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს, გამოთავისუფლებული თანხები კი შესაბამისი უწყებების ტექნიკურ აღჭურვას და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს,“ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.