აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) გამთენიისას ვირჯინიაში, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურმა აგენტებმა ფაილები და სხვა მასალები ამოიღეს 26 ივლისს, ერთი დღის შემდეგ რაც მანაფორტი ნებაყოფილობით შეხვდა სენატის სადაზვერვო კომიტეტს.
მანაფორტმა ტრამპის სარჩევნო კამპანია მისი უცხოური კავშირების შესახებ არსებული შეკითხვების გამო დატოვა.
FBI რუსეთის მიერ გასული წლის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შესახებ მიმდინარე რამდენიმე გამოძიებიდან ერთ-ერთ ხელმძღვანელობს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა, რომელიც FBI-ს გამოძიების ხელმძღვანელია, მანაფორტის ალექსანდრიას სახლი „სხვადასხვა ჩანაწერით“ დატოვა.
რეიდის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე მანაფორტი ნებაყოფილობით შეხვდა კონგრესის პანელს, რომელიც ასევე რუსეთის 2016 წლის ამერიკის არჩევნებში შესაძლოა ჩარევას იძიებს.
მანაფორტის წარმომადგენელმა, ჯეისონ მალონიმ დაუდატურა აშშ-ის მედიას, რომ ფედერალურმა აგენტებმა „განახორციელეს სამძებრო ღონისძიებები მანაფორტის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში“.
უცნობია, რა დოკუმენტები და მასალები იქნა ამოღებული მანაფორტის სახლიდან, თუმცა როგორც BBC იუწყება, გავრცელებული ცნობით მასალები მოიცავს მანაფორტის ჩანაწერებს, რომელიც 2016 წლის ივნისში, ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ დონალდ ტრამპ უმცროსის და რუსი ადვოკატის შეხვედრისას გაკეთდა.
მანაფორტი ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელობიდან გასული წლის აგვისტოში გადადგა მას შემდეგ, რაც მას ბრალი დასდეს მილიონობით დოლარის ნაღდი ფულის მიღებაში იმის სანაცვლოდ, რომ ყოფილიყო კრემლის ინტერსების გამტარებელი უკრაინასა და შეერთებულ შტატებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.