ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქართულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს და დაჟინებით მოუწოდებს მოსკოვს გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და დაუბრუნდეს ომის წინანდელ პოზიციებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და ამავე დროს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
„შეერთებული შტატები პრეზიდენტ პუტინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ვიზიტს უყურებს, როგორც შეუსაბამოს და წინააღმდეგობრივს, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს უდევს საფუძვლად, რისი ნაწილიც არის რუსეთი. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები და დაუბრუნდეს ომის წინანდელ პოზიციებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.