2018 წლის მეორე კვარტლიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია.
„მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.