გიორგი გახარია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება
10-08-2017, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიაწოდა.

 


მინისტრის ინფორმაცით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.

 


გიორგი გახარიას განმარტებით, არსებული ცნობით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.

 


„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია“, აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი