საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ, - ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებს მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებულია ზომები რიგში მათი სასმელი წყლითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის, თუმცა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში საჭიროა ყურადღება.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც საჭიროა ყველა სერვისის უზრუნველყოფისთვის.
„ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ", მიმართა პრემიერმა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.