საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენა 25 აგვისტოდან დაიწყება.
როგორც კობახიძე აცხადებს, მასშტაბური განახლება იგეგმება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება.
„თბილისის კანდიდატი ცნობილია, დანარჩენ 63 თვითმმართველ ერთეულში მერობის კანდიდატები დასახელდებიან. შემდგომ საკრებულოს წევრობისათვის კანდიდატების წარდგენა ეტაპობრივად მოხდება, ეს ჩვენი გეგმაა. პროცესი 25 აგვისტოდან დაიწყება. რაც შეეხება განახლებას, განახლება რა თქმა უნდა საკმაოდ მასშტაბური იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.