აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანში აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს IV მექანიზებულ ბრიგადაში აშშ-ის ევროპის ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაქგუაიერი და აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო ახლდნენ.
მოგვიანებით, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა და მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, ამერიკელ გენერლებს სწავლების მიმდინარეობა გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.