გორის მუნიციპალიტეტში, შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.
ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.
ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.