თინეიჯერი წყვილი ქორწინების მეორე დღეს, მას შემდეგ რაც ისინი კანზასში მოსამართლის მიერ ცოლ-ქმრად გამოცხადდა, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც BBC იუწყება, რებეკა და ოსტინ ვესონი, ორივე 19 წლის, მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც პიკაპის ტიპის ავტომობილმა პატარძლის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს გრუნტის გზის სავალი ნაწილიდან მოულოდნელად გვერდზე გადაუხვია.
სექტემბერში ოფიციალური საქორწინო ცერემონიის ნაცვლად წყვილის ოჯახები ახლა ერთობლივი დაკრძალვის ცერემონიას გეგმავენ.
წყვილმა ერთმანეთი ოსტინის სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში გაიცნო, სადაც ორივე მათგანი ქრისტიანულ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.

„ჩვენ დამსხვრეული გულით გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა, რებეკა ქრისტინა, მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან თავისი საყვარელი ადამიანის მკლავებში“, განაცხადა რებეკას დედამ, რაჩელ ბოუმამ.
ბედნიერი წყვილი კანზასიდან, პატარძლის დედასთან ერთად მიემგზავრებოდა სედვიკის ოლქის სასამართლოს სახლში პარასკევს დაგეგმილ მოკლე ცერემონიაზე, რის შემდეგაც მათ პატარძლის ეზოში სტუმრებთან ერთად სუფრით უნდა აღენიშნათ თავიანთი ქორწინება.
ოჯახის თქმით, რებეკას დები, რომლებიც მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ, ჩაიცვამენ ლურჯ, მეჯვარის კაბებს დაკრძალვის ცერემონიალზე.
პოლიციის თქმით, ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ივნისის ბოლოს, ოსტინმა შეერთებული შტატების სტუდენტური ვიზა მიიღო და ამერიკაში სთხოვა ხელი რებეკას.
წყვილი უნივერსიტეტში ლექციებზე დასასწრებად მიჩიგანში წასვლას გეგმავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.