ტრამპმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში აშშ-ის დიპლომატების 755-ით შემცირების გამო
10-08-2017, 23:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთში აშშ-ის დიპლომატების შემცირების შესახებ განკარგულების გამოცემის გამო.

 


პუტინის მიერ 30 ივლისს გამოცემული განკარგულების შესახებ, რომელიც რუსეთში შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოებში თანამშრომელთა დაახლოებით ორი მესამედით, 755-ით შემცირებას ითვალისწინებს, თითქმის ორკვირიანი დუმილის დარღვევის შემდეგ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა: „მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ მან დიდი რაოდენობით ადამიანებს დართო წასვლის ნება, რადგან ახლა ჩვენ უფრო მცირე ხელფასები გვაქვს გადასახდელი“ და ამით „ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ“.

 


პრეზიდენტ ტრამპის აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასთან, რომელმაც მოსკოვის გადაწყვეტილებას „სამწუხარო და შეუსაბამო ქმედება“ უწოდა.

 


სახელმწიფო დეპარტამენტს, ტრამპის მიერ შვებულების დროს ნიუ ჯერსიში, ბედმინსტერში, მის გოლფის კლუბში ხუთშაბათს გაკეთებული კომენტარების შესახებ ჯერჯერობით რეაქცია არ გამოუხატავს.

 

 

კომენტარები: 1
#1  ტამარი
      
ტრამპი მაგარია იმედია მაგ გადამრჩენელს კაცობრიობისას მეორე ვადიტაც აირჩევენ ამერიკელები.
11 აგვისტო 2017 02:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი