თუკი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ამერიკის შეერთებული შტატების საფრთხის შემცველ თავდასხმას წამოიწყებს, ჩინეთი ნეიტრალური უნდა დარჩეს, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო გაზეთმა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ფხენიანმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ-ის წყნარი ოკეანის ტეროტორიის, გუამის სიახლოვეს რაკეტების გაშვების გეგმა აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ექნება მზად და ის ლიდერ კიმ ჩენ ინს წარედგინება დასამტკიცებლად.
აღნიშნული განცხადება გავლენიანმა ჩინურმა „გლობალ თაიმსმა“ მას შემდეგ გამოაქვეყნა რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლით და მახვილით“ დაემუქრა, თუკი ამერიკაზე მუქარებს არ შეწყვეტდა.
„ჩინეთმა ასევე მკაფიოდ უნდა თქვას, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა გაუშვებს პირველი რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან აშშ-ის მიწას და აშშ სამაგიეროს მიუზღავს, ჩინეთი ნეიტრალური დარჩება“, აღნიშნულია მაღალტირაჟიან „გლობალ თაიმსის“ სარედაქციო წერილში.
„თუკი შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა განახორციელებენ დარტყმებს და შეეცდებიან ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ჩამოგდებას და პოლიტიკური მოდელის შეცვლას კორეის ნახევარკუნძულზე, ჩინეთი მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის“, ნათქვამია საგაზეთო სტატიაში.
ვაშინგტონთან სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი გეგმა, ოთხი რაკეტის შეერთებული შტატების ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს გაშვების შესახებ მალე იქნება მზად.
სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ „ჰვასონგ-12“-ის რაკეტები ჩაუვლის იაპონიას და დაეშვება ზღვაში, დაახლოებით 30 კილომეტრში გუამიდან, თუკი გეგმა კიმ ჩენ ინის მიერ იქნება მოწონებული.
სახელმწიფო მედიით ბოლოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, არმია „საბოლოოდ დაასრულებს აღნიშნულ გეგმას“ აგვისტოს შუა პერიოდისთვის და მას ლიდერ კიმ ჩენ ინს დასამტკიცებლად წარუდგენს.
„ჰვასონგ-12“-ის რაკეტები, რომელსაც კორეის სახალხო არმია გაუშვებს, გადაკვეთს ცას იაპონიის პრეფექტურების - შიმანის, ჰიროსიმას და კოიჩის თავზე“, იტყობინება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო KCNA არმიის მთავარი გენერლის, კიმ რაკ გიომის სიტყვებზე დაყრდნობით.
„ისინი1,065 წამის განმავლობაში 3,356.7კმ-ს იფრენენ და დაეშვებიან წყლებში, გუამიდან 30-40 კილომეტრის მოცილებით“.
„ჰვასონგის“ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი წარმოებისაა, რომლებიც საშუალო და შორ მანძილზე მიმავალია.
ფხენიანის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჯერსიში, სადაც იგი შვებულებას ატარებს, რეპორტიორებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკისადმი უპატივცემულობას იჩენს, „საზარელ“ კომენტარებს აკეთებს და ეს მას ძვირი დაუჯდება.
„მოდი ვნახოთ, რას იზამს იგი გუამთან დაკავშირებით. თუ ის რაღაცას გააკეთებს გუამში, ეს იქნება ამბავი, რომლის მსგავსი მანამდე არავის ექნება ნანახი, თუ რა მოხდება ჩრდილოეთ კორეაში“.
ტრამპის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან მალევე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა რეპორტიორებს უთხრა, რომ აშშ ჯერ კიდევ ამჯობინებს დიპლომატიურ მიდგომას ჩრდილოეთ კორეის საფრთხისადმი და ომი „დამღუპველი“ იქნებოდა.
შეკითხვაზე, არის თუა არა შეერთებული შტატები მზად თუ ჩრდილოეთ კორეა მტრულ ქმედებას განახორციელებს, მან თქვა: „ჩვენ მზად ვართ“.
ცოტა უფრო უწინ კი, ფხენიანის მიერ გუამის სიახლოვეს რაკეტების შესაძლო გაშვების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათით ადრე, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და უარი თქვას იმ ნაბიჯებზე, „რომელიც დასასრულამდე მიიყვანს რეჟიმს და გამოიწვევს მისი ხალხის განადგურებას“.
„კიმ ჩენ ინმა ანგარიში უნდა გაუწიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიან პოზიციას და მთელი მსოფლიოს ხელისუფალთა განცხადებებს, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის“, ნათქვამია მატისის განცხადებაში.
„კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ შეაჩეროს თვითიზოლაცია და უარი თქვას ბირთვული იარაღის შეძენის მისწრაფებაზე. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი იმ ქმედების განხილვა, რომელიც მის რეჟიმს არსებობის შეწყვეტამდე და მისი ხალხის დაღუპვამდე მიიყვანს“, აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
გუამი 541 კვ.კმ ფართობის ვულკანური და მარჯანისებრი კუნძულია წყნარ ოკეანეში, რომელიც ფილიპინებსა და ჰავაის შორის მდებარეობს.
ის შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მისი მოსახლეობა 163,000-ს შეადგენს.
ეს ნიშნავს იმას, რომ გუამზე დაბადებული ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ჰყავთ არჩეული გუბერნატორი და წარმომადგენლობითი პალატა, მაგრამ არ შეუძლიათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისცენ ხმა.
შეერთებული შტატების ბაზები კუნძულის თითქმის მეოთხედს ფარავს. ამერიკას იქ დაახლოებით 6,000 სამხედრო პირი ჰყავს განლაგებული და არსებობს გეგმა, რომ მათ ათასობით სხვა სამხედრო დაემატოთ.
ის იყო მთავარი ამერიკული ბაზა მეორე მსოფლიო ომში, და კვლავაც რჩება მნიშვნელოვან ბაზად, საიდანაც ამერიკას გზა აქვს ხსნილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, კორეის ნახევარკუნძულსა და ტაივანის სრუტეებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.