"ჩემთვის მოულოდენლი იყო პრეზიდენტის ორჭოფობა და საბოლოო უარი ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელზე გადასულიყო"
21-04-2015, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, კარგი იქნება, თუკი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია კავკასიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს დაეთმობა.

 
როგორც დეპუტატმა განაცხადა, კავკასიაში საქართველოს იმიჯისა და როლის განახლება სწორედ ასეთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტის არსებობით შეიძლება. ამასთან, როგორც ვოლსკი განმარტავს, ეს მისი პირადი მოსაზრებაა, რაც თავის მხრივ ეფუძნება თავის დროზე ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით გამოთქმულ გიორგი მარგველაშვილის იდეას, აღნიშნულ შენობაში საგანმანათლებლო დაწესებულების განთავსების თაობაზე.


“უპირველეს ყოვლისა, ძალიან გაკვირვებული ვარ. ჩემთვის მოულოდენლი იყო პრეზიდენტის ორჭოფობა და საბოლოო უარი ავლაბრის რეზიდენციიდან ათონელზე მდებარე შენობაში გადასულიყო, სადაც სარემონტო სამუშაოები მისი და მისი აპარატის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ათონელზე მდებარე შენობა ისტორიულია და მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ შენობაში იყოს განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენცია”,-აღნიშნა ვოლსკიმ.

 
რაც შეეხება ავლაბრის სასახლეს, ვოლსკი აცხადებს, რომ თავად გიორგი მარგველაშვილის იდეა იყო, რომ იქ შეიძლებოდა უნივერსიტეტი ან რაიმე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება განთავსებულიყო.

 
“ვფიქრობ, იქ შეიძლება არა მხოლოდ საგანმანათლებო დაწესებულების, არამედ კავკასიისათვის მნიშვნელოვანი კულტურის ცენტის განთავსება. საქართველოს იმიჯის და როლის განახლება კავკასიაში შეიძლებოდა სწორედ ასეთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტის არსებობით. აქ კომერციულ საწყისებზეც უამრავი თემის წამოწევა შეიძლება. ეს ჩემი პირადი იდეაა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაზიარებს. მეგონა, თავად პრეზიდენტიც ამ იდეაზე იყო. უფრო მეტიც, ავლაბრის სასახლეს ის ბოროტების ბუდეს უწოდებდა და მასში შესვლა ვერ წარმოედგინა. ახლა გამოსვლა ვერ წარმოუდენია და ეს მაკვირვებს, რადგან პრეზიდენტს თავის ფუნქციათა შორის საზოგადოებაში სიმშვიდის, საზოგადოებრივი თანხმობის, სტრუქტურებს შორის ურთიერთობების, კონსტრუქციულობის ვალდებულებაც აქვს, რასაც გიორგი მარგველაშვილი სამწუხაროდ, არ ასრულებს”, – განაცხადა  ვოლსკიმ.

 


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი