სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას თერჯოლის მოსახლეობაც შეძლებს.
როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რამდენიმე ვარიანტს შორის, სადაც იუსტიციის სამინისტროს სისტემის სერვისების ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი, ერთ-ერთი სოფ. ზედა საზანოა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ, გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ფანჩულიძემ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს და ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 45 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.