ცენტრალურ ლონდონში ხანძრის გამო Oxford Circus-ის მეტროსადგურიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
BBC-ის ცნობით, კვამლის შესუნთქვის გამო ოთხ ადამიანს მკურნალობენ. ლონდონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ევაკუაცია ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათის შემდეგ განხორციელდა. დაკვამლიანებულ სადგურზე მატარებლები არ ჩერდებიან.
ადგილზე ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელბი იმყოფებიან, მიმდინარეობს გამოძიება. ხანძარი ლოკალიზებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.