თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს.
„ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ძალიან თხელ ფენაში განვითარდეს, რადგან აქ ნალექების დანაგროვები ძალიან მცირე რაოდენობით არის“, განაცხადა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ.
„დღევანდელი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, ეს ტერიტორია სუბარიდული ზონაა და ნალექები ძალიან მცირეა რაოდენობით არის. ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა. ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლის ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რომ მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ“, განაცხადა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა ჯუმბერ ლომიძემ.
თბილისის მერიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები შესთავაზებენ რეკომენდაციებს მერიის ეკოლოგიის სამსახურს და შემდგომში დაიგეგმება ტყის საფარის აღდგენითი სამუშაოები.
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.