გურამ ადამაშვილი ცესკოს ფარულ გარიგებებზე სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროვებს
21-04-2015, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა ცესკოს ფარულ გარიგებებსა და აღნიშნულთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ცესკოს თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის კავშირებზე სკანდალური დოკუმენტები გაასაჯაროვა.

 
ადამაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაარსებული ის არასამთავრობო ორგანიზაციები დაუსახელა, რომელზეც 2010 წლიდან 2014 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტების 80% -ია გაცემული.


„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ არასამთავრობოთა სია და მათზე გაცემული გრანტებიც საკმაოდ სოლიდურია და ჯამში ნახევარ მილიონ ლარს სცდება.


თეა თუთბერიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრი (ზურაბ ხარატიშვილი/ყოფილი დეპუტატი ნაციონალებიდან ამ ორგანიზაციამ წარადგინა ცსკ-ოს თავჯდომარის კანდიდატურაზე). დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ფონდი – ALPE“, რომელსაც 2013 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 24 140 ლარი.


გიგა ნასარიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელსაც 2011-2012 წლებში 3 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 124 525 ლარი.


შმაგი ჩოხელი – ნაციონალური მოძრაობის წევრი / კმარას წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც 2012-2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 29 930 ლარი.


გიორგი მესხელი – ნაციონალური მოძრაობის წევრი / ამირან მესხელის ძმა. მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელსაც 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 50 970 ლარი.

 


თამარ კინწურაშვილი – ნაციონალური მოძრაობის წევრი. / 1)საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ლევან თარხნიშვილმა წარადგინა; 2) საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; 3) გიგა ბოკერიას – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელსაც 2 პროექტის ფარგლებში 2014 წელს  გრანტის სახით მიღებული აქვს 101 165 ლარი.
 

ანა თარხნიშვილი – ნაციონალური მოძრაობის წევრი / ცსკ-ოს ყოფილი თავჯდომარის – ლევან თარხნიშვილის ცოლი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „ბი-სი-ჯი კვლევა“, რომელსაც 2013 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 59 200 ლარი.


ბესიკ დონაძე – ნაციონალური მოძრაობის დროს ისნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე (ინტერესთა კონფლიქტი). დაარსებული აქვს ორგანიზაცია „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“. გამგეობის წევრი: 1) ლაშა მელაძე (რომელიც 2014 წლამდე იყო საბურთალოს რაიონის გამგეობაში, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი).

 


ნანა ბღარაშვილი – ნაც.მოძრაობის წევრი / სააკაშვილის კანდიდატი ცსკ-ოს წევრობის თანამდებობაზე / დღემდე მუშაობს – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნები“, რომელსაც 2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 69 923 ლარი.


ლეილა სულეიმანოვა – ნაციონალური მოძრაობის წევრი. დაარსებული აქვს ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, რომელსაც 3 პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით მიღებული აქვს 69 843 ლარი.


ლევან გაბრიჩიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრი/პაატა დავითაიას პარტიის წევრი. დაარსებული აქვს 2 ორგანიზაცია 1) „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები;“; 2) „ევროპულ დემოკრატიული ცენტრი“, რომელსაც 2013 წელს 4 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მიღებული აქვს 95 101 ლარი.
 

გურამ ადამაშვილი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დაიწყონ მოკვლევა საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი