საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ „ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები“.
„შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.
11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის.
მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.