ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტმა დაზიანებები მიიღო.
ინფორმაციას BBC ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, გარდაცვლილთა რიცხვი 21-ს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 36 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი ქაიროდან მოემგზავრებოდა, მეორე კი პორტ საიდიდან, როცა ისინი ჩრდილოეთ ეგვიპტის სანაპირო ქალაქ ალექსანდრიაში ერთმანეთს შეეჯახნენ.
ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრმა ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიების განკარგულება გამოსცა.
როგორც BBC იუწყება, ეგვიპტეში მატარებლების ავარიის მსგავსი ტრაგიკული ინციდენტები იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა მსგავს შემთხვევებს მაინც აქვს ხოლმე ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.