აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი საფრთხეების გაჟღერებისა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების შემთხვევაში „აბსოლუტურად ინანს“.
„თუკი [კიმ ჩენ ინი] წარმოთქვამს კიდევ ერთ მუქარას, ღია ფორმის მუქარას... და თუკი ის გუამთან ან ამერიკის ან მისი მოკავშირეების ნებისმიერ სხვა ადგილებთან დაკავშირებით რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ის სრულიად ინანს ამის გამო უახლოეს დროში“, განაცხადა ამერიკის ლიდერმა პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა გამოხატა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა. „იმედი მაქვს, მათ სრულიად სერიოზულად ესმით ის, რაც მე ვთქვი. ეს ის სიტყვებია, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება რომ გაიგო“, განაცხადა ტრამპა, რომლის სიტყვების ციტირებასაც სააგენტო „როიტერსი“ ახდენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.