ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მუნიციპალიტეტში გაწეული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში. გამგებელმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური თუ საერთაშორისო პროექტები, უპასუხა მოსახლეობის შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის, COMUS-ის („თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“) ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად, შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.