ვენესუელაში აშშ-ის შესაძლო სამხედრო ინტერვენციას ოფიციალური კარაკასი „უმაღლესი ექსტრემიზმის აქტად“ და „სიგიჟედ“ აფასებს
12-08-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ინტერვენციას ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ „სიგიჟე“ უწოდა და თქვა, რომ „ეს არის უმაღლესი ექსტრემიზმის აქტი“. მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს „ექსტრემისტული ელიტა“ მართავს, როგორც ამას Reuters-ი და The New York Times-ი წერენ.

 


კომუნიკაციების მინისტრმა ერნესტო ვილეგასმა განაცხადა, რომ „ვენესუელასადმი იმპერიულ მუქარას“ ოფიციალურ პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს.

 


„დიპლომატიური წარმომადგენლები გამოძახებულნი არიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვენესუელასადმი იმპერიული საფრთხის თაობაზე უწყების მიერ კომუნიკე იქნება გამოქვეყნებული“, განაცხადა ერნესტო ვილეგასმა „თვითერზე“.

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს არ გამორიცხა, რომ ვენესუელას კრიზისი სამხედრო გზით გადაწყვიტოს.

 


„ხალხი იტანჯება და კვდება“, განაცხადა ტრამპმა.

 


პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ახალი საკონსტიტუციო ასამბლეა ფართოდ იქნა გაკრიტიკებული, როგორც ანტი-დემოკრატიული. შეერთებულმა შტატებმა ახლახან მადუროს დიქტატორი უწოდა და მასზე სანქციები დააწესა.

 


„ჩვენ ბევრი არჩევანი გვაქვს ვენესუალისთვის, მათ შორის შესაძლო სამხედრო არჩევანი, თუ საჭირო იქნება“, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს პარასკევ საღამოს.

 


„ჩვენ ჯარები მთელი მსოფლიოს ნაწილებში, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან, სრულ მზადყოფნაში გვყავს. ვენესუელა არ არის ძალიან შორს და ხალხი იტანჯება და კვდება“.

 


მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მადურომ ტრამპთან სატელეფონო ზარის განხორციელება ითხოვა, პასუხად კი თეთრი სახლიდან მიიღო შემდეგი: ტრამპი სიამოვნებით დაელაპარაკება მის ვენესუელელ კოლეგას, როცა ქვეყანაში დემოკრატია აღდგება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი