ვირჯინიის გუბერნატორმა ტერი მაკაულიფმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ რაც ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიან ნაციონალისტებსა და მათთან დაპირისპირებულ პროტესტანტებს შორის ქაოტურმა ძალადობრივმა შეხლა-შემოხლამ იჩინა თავი და პოლიცია იძულებული გახდა დაეშალა მოძალდე პროტესტანტები.
ცოტა ხნის წინათ კი აქციასთან დაპირისპირებულ მოქალაქეთა ჯგუფში ავტომანქანა შევარდა, დაიღუპა 32 წლის ქალი, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.
არეულობების სიახლოვეს, პროტესტის ჩახშობის მცდელობისას პოლიციელთა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა.
როგორც „ასოშიეითედ პრესი“ იტყობინება, უფრო ადრე 26 წლის კოლინ კუკს დემონსტრანტები ყვირილით ეუბნებოდნენ სახლში წასულიყო.
კუკმა, რომელიც მასწავლებელია და ვირჯინიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, განაცხადა, რომ მან თავისი შვილი, რომელიც შავკანიანია, შაბათ-კვირას ქალაქიდან გაარიდა.
„ეს არ არის ის, თუ როგორ უნდა აღიზარდოს ის“, განაცხადა შავკანიანი შვილის დედამ.
ეს ბოლო კონფრონტაციაა ჩარლოტსვილში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან დაახლოებით 160 კილომეტრით დაცილებულმა ქალაქმა მიმდინარე წლის დასაწყისში ლის ძეგლის აღებას მისცა ხმა.
(რედაქციის შენიშვნა: რობერტ ედვარდ ლი - 1807-1870 - იყო ამერიკელი გენერალი, რომელიც 1862 წლიდან, 1865 წლამდე, სანამ დანებდებოდა, ამერიკის სამოქალაქო ომში კონფედერაციის არმიას ხელმძღვანელობდა).
ახლანდელ აქციებზე დაახლოებით 6,000 ადამიანი გამოვიდა. ქალაქის ქუჩებში მრავლად არის წარმოდგენილი ვირჯინიის პოლიცია.
პარასკევ ღამით ასეულობით თეთრკანიანმა პროტესტანტმა, რომელთაც ჩირაღდნები ეკავათ ხელში, მარშირებით ჩაიარეს ვირჯინიის უნივერსიტეტის კამპუსის გასწვრივ.
უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დააკავეს ერთი ადამიანი და დაზიანებები მიიღო რამდენიმე პირმა.
შარლოტსვილი, რომელიც მთებშია ჩაბუდებული, ლიბერალური მიმართულების ქალაქია, სადაც ვირჯინიის ცნობილი უნივერსიტეტია. იგი ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის მშობლიური ადგილია.
როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, ძეგლის აღება ქალაქის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, შეცვალოს შარლოტსვილის რასობრივი ისტორია საზოგადოებრივ ადგილებში. ქალაქმა ასევე სახელი შეუცვალა ლი პარკს, სადაც ძეგლი დგას და ჯექსონ პარკს, რომელსაც კონფედერაციის გენერლის თომას ჯექსონის სახელი ერქვა. მათ ახლა ემანსიპაციის პარკი და სამართლიანობის პარკი ჰქვიათ, შესაბამისად. ამ დროისთვის კი ლის ძეგლი ისევ რჩება ადგილზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.